პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია სრულდება. პრეზენტაცია 25 სექტემბერს გაიმართება. ამ დროისთვის გამზირის დასუფთავება და დეკორაციული მოწყობა მიმდინარეობს. გამოიცვალა სანიაღვრე, საკანალიზაციო და საკომუნიკაციო სისტემა. აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ისტორიულ ძეგლებსა და სადარბაზოებს. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს აღმაშენებლის გამზირის შიდა ეზოებშიც (იტალიური ეზოები).
აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ფოსტიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი მანქანებისთვის დაიკეტება და ღია კაფეები მოეწყობა. პროექტზე საერთო ჯამში 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.