logo_geo
eng_logo
აღმაშენებლის გამზირის განახლებული ნაწილის პრეზენტაცია 25 სექტემბერს გაიმართება
- +

20 სექტემბერი. 2016. 20:58



პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია სრულდება. პრეზენტაცია 25 სექტემბერს გაიმართება. ამ დროისთვის გამზირის დასუფთავება და დეკორაციული მოწყობა მიმდინარეობს. გამოიცვალა სანიაღვრე, საკანალიზაციო და საკომუნიკაციო სისტემა. აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ისტორიულ ძეგლებსა და სადარბაზოებს.  აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს აღმაშენებლის გამზირის შიდა ეზოებშიც (იტალიური ეზოები).


აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ფოსტიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი მანქანებისთვის დაიკეტება და ღია კაფეები მოეწყობა. პროექტზე საერთო ჯამში 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner