რეზო ამაშუკელი ინეტრნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის გავრცელების ფაქტს გმობს. ამასთან, პოეტის თქმით, მისთვის მიუღებელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები კადრების გავრცელებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
„კატეგორიულად ვგმობ ამ კადრების გავრცელებას... მინდა მივმართო ნაციონალებს - სწორედ თქვენს დროს არ ხდებოდა ის უბედურებები, რისი მომსწრენიც გავხდით?! სირცხვილი აღარ დაგრჩათ?! მაგრამ ეს თქვენი ბრალი კი არაა; ეს არის ხელისუფლების და ჩვენი - ხალხის ბრალი, რომ ასეთი საუბრის უფლება გეძლევათ დღეს", - განაცხადა ამაშუკელმა.