logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ახალაია და ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ
- +

ავტორი ანა ფერაძე

20 სექტემბერი. 2016. 22:17



გარდაცლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „რეპორტიორთან" საუბარში დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრებს გამოეხმაურა. როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობდა.



„ჩვენ ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი, როგორ ურიგებდნენ პრემიებს იმ ადამიანებს, რომლებიც სისასტიკეს იჩენდნენ მოქალაქეების მიმართ. კარგად მახსოვს, როგორ გვიღებდნენ ფოტოებს მიტინგის მონაწილეებს. სახურავებზე იყვნენ ასულები და აფიქსირებდნენ ჩვენს სახეებს, შემდეგ კი ეს ფოტოები მიჰქონდათ თავიანთ ხელმძღვანელობასთან და თავს ამით იწონებდნენ. სწორედ ამაში იღებდნენ პრემიებს.

 

რა თქმა უნდა, ახალაია და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დარბევაში მონაწილეობდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. გოგა ხაინდრავას ფილმში კარგად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის" ბარბაროსული ქმედება.

 

ყველა დამნაშავემ და ყველა მონაწილემ, ვინც ამ სისასტიკეში იყო ჩართული, პასუხი უნდა აგონ. რიგითი სპეცრაზმელები, რომლებმაც ჩადენილი სისასტიკისთვის პრემიები მიიღეს  და იოლად გამოძვრნენ ამ ყველაფრიდან, სწორედ მათგან უნდა დაიწყონ დასჯა", - აღნიშნა ია მეტრეველმა.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner