ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „რეპორტიორთან" საუბრისას საქართველოს პროკურატურის მიერ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს აფასებს. როგორც ქანთარია აცხადებთ, კუდ-ის ყოფილი დირექტორის დათა ახალაიას გასამართლება კანონის მიხედვით უნდა მოხდეს.
„დათა ახალაიასთან დაკავშირებით დიდი ხანია ჩვენი პოზიცია გვაქვს. ეს არის ერთი პატარა ფურცელი იმ სისასტიკის, რასაც ისინი 9 წლის განმავლობაში სჩადიოდნენ.
მხეცებიც კი გაცილებით ლმობიერები არიან.
ახალაიას სასჯელი არის მხოლოდ კანონის შესაბამისი. რა მუხლითაც იქნება გასამართლებული, იმის მიხედვით უნდა მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა",- განაცხადა ქანთარიამ.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=23219