logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: მხეცებიც კი გაცილებით ლმობიერები არიან
- +

20 სექტემბერი. 2016. 22:42



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „რეპორტიორთან" საუბრისას საქართველოს პროკურატურის მიერ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს აფასებს. როგორც ქანთარია აცხადებთ, კუდ-ის ყოფილი დირექტორის დათა ახალაიას გასამართლება კანონის მიხედვით უნდა მოხდეს.


„დათა ახალაიასთან დაკავშირებით დიდი ხანია ჩვენი პოზიცია გვაქვს. ეს არის ერთი პატარა ფურცელი იმ სისასტიკის, რასაც ისინი 9 წლის განმავლობაში სჩადიოდნენ.

მხეცებიც კი გაცილებით ლმობიერები არიან.

ახალაიას სასჯელი არის მხოლოდ კანონის შესაბამისი. რა მუხლითაც იქნება გასამართლებული, იმის მიხედვით უნდა მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა",- განაცხადა ქანთარიამ.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=23219

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner