logo_geo
eng_logo
ვალერი ასათიანი ნოდარ ტაბიძეზე: აღესრულა ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა მომავალი თაობის აღზრდისათვის!
- +

20 სექტემბერი. 2016. 22:43


 

„ძალიან დიდი დანაკლისია ბატონი ნოდარის წასვლა", - აცხადებს „კულტურათა დიალოგი - XXI"-ის ხელმძღვანელი ვალერი ასათიანი ლექტორისა და ჟურნალისტის, ნოდარ ტაბიძის შესახებ „რეპორტიორთან" საუბარში.


„ძალიან დიდი დანაკლისია ბატონი ნოდარის წასვლა. აღესრულა ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა მომავალი თაობის აღზრდისათვის, ჟურნალისტთა თაობების აღზრდისთვის, გალაკტიონის შემოქმედებისა და ხსოვნის უკვდავყოფისთვის. ძალიან მრავლისმცოდნე და მრავლის გადამცემი იყო ახალგაზრდებისთვის, წლების განმავლობაში უნივერსიტეტში საყვარელი ლექტორი და საყვარელი დეკანი იყო და მოყოლებული სტუდენტობიდან, მახსოვს, ჩემი თაობა როგორი სიყვარულითა და მოწიწებით იყო მის მიმართ ყოველთვის. ეს სიყვარული და მოწიწება შეინარჩუნა დღემდე", - განაცხადა ვალერი ასათიანმა.

 

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ლექტორი და ჟურნალისტი -  ნოდარ ტაბიძე  ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 17 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.  

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner