logo_geo
eng_logo
ბონდო ქურდაძე: გიგლა გობეჩია მპასუხობს… ტელეფონი არ გათიშო, მაესტროს დაემშვიდობე, უთხარი რაც გინდა!
- +

20 სექტემბერი. 2016. 23:09




ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე, სოციალურ ქსელში წერს:


„ახლა, ამ წუთებში, ჩემს მასწავლებელს, ბატონ ნოდარ ტაბიძეს ვაკის სამების ეკლესიიდან მიასვენებენ... დილიდან, პარიზთან ახლოს, მდინარე სენის ნაპირთან ვდაგავარ, საქართველოდან გამოგზავნილი ერთი ბოთლი ღვინით, მინდა გონება ამემღვრეს და დავიჯერო, რომ დღეს მდინარე სენა, ან რიონს შეუერთდება, ან მტკვარს, ჩემი ტკივილი რომ ჩაიტანოს საქართველოში... ტელეფონზე, სამების ეკლესიიდან გიგლა გობეჩია მპასუხობს... არ, გათიშო, არ გათიშო, მაესტროს დაემშვიდობე, უთხარი რაც გინდა, ყურმილი მიმაქვს, მიყვირის ხმაჩახლეწამდე... გამაჟრიალა, წამები წუთებად იქცა, ფეხები ჩამეკეცა, ხმა წამერთვა, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოვახერხე- " ! . . ." ... და ამ სიჩუმეში ვიგრძენი, როგორ გადმომხედა ირონიული ღიმილით და ოდნავ გასაგონად ჩამჩურჩულა-"არ მომწონხარ, მხრებს ნუ ჩამოყრი, ვინ მოქცა ამის უფლება!"... არ ვიცი რა იყო ეს, მე ცხადში დავინახე, როგორ მიაბიჯებდა ზევით... ყურმილს დავხედე, გათიშული არ იყო... "სიცოცხლეს გაუმარჯოს, სიგიჟეს გაუმარჯოს..."- ვყვირი მე და სადღაც შორს მდინარეში ვისვრი ცარიელ ბოთლს და პატარა ბარბარეს გამოსაყვანად გავრბირვარ სკოლაში... ბარბარეს, რომლის ნათლია საბა ტაბიძეა, დიდი ნოდარის უმცროსი ვაჟიშვილი...",- წერს ქურდაძე


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner