„უტიფრობა „ნაციონალების„ რელიგიაა. ამის გამოვლინებაა სანდრა რულოვსის არჩევნებში მონაწილეობაც", - აცხადებს პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან"
„ჯერ ერთი, თუ იცოდი, რომ ეს პოლიტიკური ძალა მოძალადე იყო, მისი სიით როგორ იყრი კენჭს?! ეს ხალხი ადამიანების სისტემურ წამებაშია მხილებული, მაგრამ ეს მხოლოდ სანდრა რულოვსის პრობლემა არ არის, ეს მთლიანად ამ სექტის პრობლემაა თავისი ლიდერებითა და მხარდამჭერებით. „ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ერთ ანეკდოტს მახსენებს, როდესაც ადამიანი დედ-მამას დახოცავს, სასამართლოზე კი ითხოვს, შემიწყალეთ, ობოლი ვარო! ჩვენი ისტორია იცნობს ასეთ შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან პროგრესის სახელით მოქმედი სექტანტური ჯგუფები, არწმუნებენ მოსახლეობას, რომ მოაქვთ სიახალე, უკეთესი მომავალი და ახლებური ცხოვრების წესი. თავის დროზე, ასე მოვიდნენ სოციალ-დემოკრატებიც და არცთუ დიდი ხნის წინ "ნაციონალებიც". ერთი რამ აერთიანებთ პროგრესის სახელით მოსარგებლეებს, მოდიან თუ არა, მაშინვე 10 მცნების რევიზიას იწყებენ", - აცხადებს მაღრაძე.