მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის" გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი 26 მაისის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენებას მოითხოვს!
„26 მაისის დარბევისას 17 ტყვია მე მომხვდა, 37 - ბექა სივსივაძეს. რომ გვირტყამდნენ, ამ ყველაფერს იღებდნენ.
ვანო მერაბიშვილზე მეტად მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე, იმიტომ რომ თავად აქვს აღიარებული 2011 წლის სექტებერში, - მე გავეცი ეს ბრძანება და არა თუ ვნანობ, მომავალშიც ანალოგიურს გავაკეთებ, ტაშის და ჯილდოს ღირსი არიან პოლიციელები, რომლებმაც ეს ქმედება ჩაიდინესო!
ათობით ჩემი კოლეგა არა მარტო დავზარალდით, იმდენად ფსიქოლოგიური ტრავმები გვაქვს ყველა ჩვენგანს მიღებული, დღემდე ვიმკით შედეგებს. ეს უნდა დაისაჯოს და ყველა ხელისუფლებამ ისწავლოს ჭკუა, როგორ უნდა მოექცეს ჟურნალისტს!"- განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.