logo_geo
eng_logo
დიმიტრი ჯაიანი: პარლამენტში აღარ არის ჩემი ადგილი…
- +

17 თებერვალი. 2016. 13:30


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი „რეპორტიორთან" „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე საუბრობს. მისი თქმით, პარლამენტარობა რთულია და ბევრმა მათგანმა ვერ გამოავლინა თავისი ნიჭი.


„კოალიცია ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში. პარლამენტში „ქართული ოცნების" ბევრი ღირსეული წარმომადგენელია. პარლამენტარობა რთულია და ბევრმა მათგანმა ვერ გამოავლინა თავისი ნიჭი, ასეთი ადამიანები ალბათ ხვდებიან, რომ აღარ უნდა იყვნენ ახალ სიაში და თავად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას.

 

გიორგი ვოლსკის აუცილებლად დავტოვებდი პარლამენტში და იმაზეც ვიფიქრებდი, რომ ის რაიმე მაღალ თანამდებობაზე დამენიშნა, ასეთი ბევრი ადამიანია პარლამენტში.

 

პარლამენტში აღარ არის ჩემი ადგილი, უკვე 65 წლის ვარ. ჩემს გასაკეთებელ საქმეს ისედაც გავაკეთებ, ამისთვის საპარლამენტო სიაში მოხვედრა სულაც არ არის აუცილებელი", - განაცხადა დიმიტრი ჯაიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner