logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: მე ვიქნები ადამიანი, რომელიც ვაზისუბნელების და მერვე ლეგიონელების პრობლემების მოსაგვარებლად იბრძოლებს ბოლომდე!
- +

21 სექტემბერი. 2016. 00:41




„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ლატარიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მეორე არხის ეთერში ისაუბრა, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მას ამომრჩეველმა მხარი:


„დღეს, საკრებულოს წევრები, ნოტარიუსებად არიან ქცეული. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ჩემი ვაზისუბნელების, მერვე ლეგიონელების პრობლემების მოსაგვარებლად იბრძოლებს ბოლომდე.

 

ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით და ყოველთვის მოვთხოვ მთავრობას თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას. მე გავხდები იმის გარანტი, რომ თქვენი შვილები არ გადაჰყვებიან - ჩინელი, ინდოელი და თურქი ინვესტორების ბიზნეს-ინტერესებს.

 

მე გპირდებით, რომ თქვენს შვილებს, აუცილებლად ექნებათ სკოლაც და ბაღიც. კი, კარგია ინვესტიცია, მაგრამ ინვესტიცია მე ვიცი მომავლის ინტერესების დაცვით და არა მათი მომავლის დაკარგვის ხარჯზე",-განმარტავს ლატარია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner