logo_geo
eng_logo
გიორგი შარვაშიძე ნოდარ ტაბიძეზე: საწყენია, რომ ასეთი ბუმბერაზი ადამიანები გვტოვებენ
- +

21 სექტემბერი. 2016. 00:42



„ძალიან სამწუხარო და საწყენია, რომ ასეთი ბუმბერაზი ადამიანები გვტოვებენ", - ასე ეხმაურება თსუ-ს რექტორობის კანდიდატი გიორგი შარვაშიძე ჟურნალისტისა და ლექტორის, ნოდარ ტაბიძის გარდაცვალებას.


„ძალიან სამწუხარო დღე არის დღეს. წავიდა კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი ქართული ჟურნალისტიკის, ქართული ჟურნალისტიკის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ბატონი ნოდარი, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტს. არის უამრავი თაობის გამზრდელი და აღმზრდელი, ბევრი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი და ძალიან სამწუხარო და საწყენია, რომ ასეთი ბუმბერაზი ადამიანები გვტოვებენ", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ „რეპორტიორთან" საუბარში.


შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ლექტორი და ჟურნალისტი -  ნოდარ ტაბიძე  ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 17 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner