logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: ერთი მინისტრი გვამებს ითხოვდა, მეორე პრემიებს არიგებდა
- +

21 სექტემბერი. 2016. 00:53



რეჟისორი ქეთი დოლიძე  „რეპორტიორთან" საუბრისას საქართველოს პროკურატურის მიერ 2011 წლის  26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს აფასებს. როგორც დოლიძე აცხადებს, კუდ-ის ყოფილი დირექტორისთვის  დათა ახალაიასთვის 25-წლიანი ციხეც არ არის საკმარისი.


„დათა ახალაია რომ ამას ლაპარაკობდა და აკეთებდა, ოთხი წელია ვიცით. ერთი მინისტრი გვამებს ითხოვდა, მეორე პრემიებს არიგებდა. ახალაიასთვის 25-წლიანი ციხეც არ არის საკმარისი.

ყველაზე მეტად იმ ადამიანების გამკვირვებია, ნიკა რურუას მხარდასაჭერად კლიპებს რომ იღებენ. არ იყო ისიც ამ სისტემის ნაწილი? ყველა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხმას, თანამონაწილე არ არის? მე ეს მაინტერესებ, თორემ დათა ახალაია რა უბედურებაც იყო, ისედაც ვიცით.

გოგა ხაინდრავას რთული ფილმიც კი, იმასთან შედარებით, რასაც ისინი აკეთებდნენ და პირადად დათა ახალაია, არის თამაშობა, რადგან იმ სისასტიკეს ეკრანი ვერ გაუძლებდა.

დათა ახალაიას ასეთ სასჯელს დავუწესებდი - არ დავაძინებდი და ერთი თვე ვაყურებინებდი იმას, რასაც აკეთებდა ციხეში", - განაცხადა დოლიძემ.



http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=23219


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner