ავტორი ანა ნონიკაშვილი
რეჟისორი ქეთი დოლიძე „რეპორტიორთან" საუბრისას საქართველოს პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს აფასებს. როგორც დოლიძე აცხადებს, კუდ-ის ყოფილი დირექტორისთვის დათა ახალაიასთვის 25-წლიანი ციხეც არ არის საკმარისი.
„დათა ახალაია რომ ამას ლაპარაკობდა და აკეთებდა, ოთხი წელია ვიცით. ერთი მინისტრი გვამებს ითხოვდა, მეორე პრემიებს არიგებდა. ახალაიასთვის 25-წლიანი ციხეც არ არის საკმარისი.
ყველაზე მეტად იმ ადამიანების გამკვირვებია, ნიკა რურუას მხარდასაჭერად კლიპებს რომ იღებენ. არ იყო ისიც ამ სისტემის ნაწილი? ყველა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხმას, თანამონაწილე არ არის? მე ეს მაინტერესებ, თორემ დათა ახალაია რა უბედურებაც იყო, ისედაც ვიცით.
გოგა ხაინდრავას რთული ფილმიც კი, იმასთან შედარებით, რასაც ისინი აკეთებდნენ და პირადად დათა ახალაია, არის თამაშობა, რადგან იმ სისასტიკეს ეკრანი ვერ გაუძლებდა.
დათა ახალაიას ასეთ სასჯელს დავუწესებდი - არ დავაძინებდი და ერთი თვე ვაყურებინებდი იმას, რასაც აკეთებდა ციხეში", - განაცხადა დოლიძემ.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=23219