logo_geo
eng_logo
ჰამლეტ გეგია: ნოდარ ტაბიძე იყო ერთ-ერთი უბრწყინვალესი საზოგადო მოღვაწე
- +

21 სექტემბერი. 2016. 00:53



„საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის" თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია „რეპორტიორთან" ნოდარ ტაბიძის შესახებ საუბრობს. „ნოდარ ტაბიძე იყო ერთ-ერთი უბრწყინვალესი საზოგადო მოღვაწე, ბრწყინვალე პუბლიცისტი, გალაკტიონ ტაბიძის უბადლო მკვლევარი და მისი შთაგონების გამგრძელებელი", - ასე აფასებს ჰამლეტ გეგია ნოდარ ტაბიძეს.


„მინდა სამძიმარი გამოვხატო ჩვენი საზოგადოების მიმართ, განსაკუთრებით მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. ნოდარ ტაბიძე იყო ერთ-ერთი უბრწყინვალესი საზოგადო მოღვაწე, ბრწყინვალე პუბლიცისტი, გალაკტიონ ტაბიძის უბადლო მკვლევარი და მისი შთაგონების გამგრძელებელი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის, კონკრეტულად კი ეროვნული ჟურნალისტიკის განვითარებაში. მისი ღვაწლი შეუდარებელია და ვფიქრობ, განსაკუთრებით საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა უნდა დავაფასოთ მისი შემოქმედება", - განაცხადა ჰამლეტ გეგიამ „რეპორტიორთან" საუბარში.


შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ლექტორი და ჟურნალისტი -  ნოდარ ტაბიძე  ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 17 სექტემბერს გარდაიცვალა. 


ნოდარ ტაბიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner