logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ამ უმძიმეს დღეებში გამახსენდა...
- +

21 სექტემბერი. 2016. 00:56

 

ამ უმძიმეს დღეებში გამახსენდა:

 

1980 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ოფიციალური "ქუდი" გახლდათ მერაბ ბერძენიშვილის "კიდევაც დაიზრდებიან" და ანდრია ყარაშვილის სიმღერა "სამშობლო". მანამდე კი ეს მელოდია საქართველოს სახელმწიფო რადიოს "სავიზიტო ბარათი" გახლდათ.

 

როცა "ვიღაც-ვიღაცეები" პატრიოტიზმზე კიჟინებენ, ყველას ვთხოვ გაიაზროს: რაოგორ, ვისი ძალისხმევით, ვისი პასუხისმგებლობით, ვისი ხელშეწყობით, ვისი "სიბრმავით" შეიძლებოდა მომხდარიყო ის, რომ ყოველ დილით კომუნისტური სახელმწიფო ტელევიზია და რადიო საქართველოს აღვიძებდა სამშობლოზე ჰიმნით და მერაბის უკვდავი მოწოდებით ქვაში: კიდევაც დაიზრდებიან!...

 

ახლა, დამოუკიდებელ (!!!!) ქვეყანაში ძალიან ადვილია პატრიოტის მანტიის მოსხმა. სხვისი გაკილვაც ადვილია... მაგრამ, 36 წლის წინ...

სხვათაშორის, მაგ ტელე"ჰიმნის" და მერაბის შედევრის გამო, "კა-გე-ბე" საჩივრებით აიკლეს. და არცერთი "დანოსი" არ იყო რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ... ენებზე დაწერილი. ყველა მშობლიურ ქართულზე და ქართული კონკრეტული ავტორის მიერ იყი ნაწვალებ-"ნაჩალიჩარი"... იძულებული ვიყავით, განუმეორებელი ევგენი მაჭავარიანის მჭერმეტყველებით გვემტკიცებინა, რომ სულხანიშვილის "სამშობლო" არ იყო მენშევიკური საქართველოს ჰიმნი, რომ ეს სიმღერა საერთოდ არ მონაწილეობდა კონკურსში...

 

ჰო, ვიმეორებ, ახლა, 36 წლის შემდეგ ადვილია პატრიოტობა, მაშინ რაღაც არ მახსოვს ზოგიერთი ახლანდელი "თავდადებული".

 

ვაგრძელებ:

ბატონი ანდრია ყარაშვილი მაშინ უკვე კარგა ხნის აღსრულებული იყო.
მერაბი-ცოცხალი!
დანარჩენები კი...

აგერ, ჩვენი გიზო ნიშნიანიძე და ჩვენი დიდი ბიძინა კვერნაძე "თავისი" ენით-ერთი ლექსით და მეორე-მუსიკით ეფერებიან ცოცხალ მერაბს.
ახლა ამ კადრების ჩვენებით-ვიხსენებ უდროოდ წასულ ჩემ უფროს მეგობრებს - უნიჭიერეს, უნაღდეს, განუმეორებელ შემოქმედთ, რომელთაგანაც ერთი, ხვალ უკვე, სამარადისოდ შეუერთდება მათ, მშობლიურ მიწას და...

 

უ კ ვ დ ა ვ ე ბ ა ს!!!!

ეს ისე, უბრალოდ!


 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner