logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე ნაციონალებზე: უტიფრობა მაგათი რელიგიაა!
- +

21 სექტემბერი. 2016. 01:01



„რაღა დაგიმალოთ და, ჩემს თვალსაწიერში საერთოდ არ არსებობს სანდრა რულოვსი, არც პოლიტიკოსის, არც რამ სხვა სტატუსით", - აცხადებს „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პოეტი დათო მაღრაძე სანდრა რულოვსის კანდიდატურასთან დაკავშირებით:



„რაღა დაგიმალოთ და, ჩემს თვალსაწიერში საერთოდ არ არსებობს სანდრა რულოვსი, არც პოლიტიკოსის, არც რამ სხვა სტატუსით. რომ ვთქვი, უტიფრობა მაგათი რელიგიაა-მეთქი, ამის გამოვლინებაა სანდრა რულოვსის არჩევნებში მონაწილეობაც. ჯერ ერთი, თუ იცოდი, რომ ეს პოლიტიკური ძალა მოძალადე იყო, მისი სიით როგორ იყრი კენჭს?! ეს ხალხი ადამიანების სისტემურ წამებაშია მხილებული, მაგრამ ეს მხოლოდ სანდრა რულოვსის პრობლემა არ არის, ეს მთლიანად ამ სექტის პრობლემაა თავისი ლიდერებითა და მხარდამჭერებით. "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ერთ ანეკდოტს მახსენებს, როდესაც ადამიანი დედ-მამას დახოცავს, სასამართლოზე კი ითხოვს, შემიწყალეთ, ობოლი ვარო!

 

ჩვენი ისტორია იცნობს ასეთ შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან პროგრესის სახელით მოქმედი სექტანტური ჯგუფები, არწმუნებენ მოსახლეობას, რომ მოაქვთ სიახლე, უკეთესი მომავალი და ახლებური ცხოვრების წესი. თავის დროზე, ასე მოვიდნენ სოციალ-დემოკრატებიც და არცთუ დიდი ხნის წინ "ნაციონალებიც". ერთი რამ აერთიანებთ პროგრესის სახელით მოსარგებლეებს, მოდიან თუ არა, მაშინვე 10 მცნების რევიზიას იწყებენ",- განაცხადა მაღრაძემ.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner