logo_geo
eng_logo
ლაშა გოგია: იმ სისასტიკეს, რაც 9 წელი ჩემს ქალაქში მეფობდა, ზუგდიდელები არასოდეს დაივიწყებენ!
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:18



"ლაშა, ნაციონალების დროს ზუგდიდში ადამიანისსაწამებელი სახლები" მართლა არსებობდა?", - გაზეთ "ვერსიას" შეკითხვას "ქართული ოცნების" ზუგდიდის გამგებლობის „ოცნების" კანდიდატი ლაშა გოგია პასუხობს:


"სამწუხაროდ, არსებობდა და ისიც სამწუხაროა, რომ ამას უკიდეგანო ძალაუფლებამინიჭებული ჩვენი თანამოქალაქეები აკეთებდნენ, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას ისევ ცდილობენ. არადა, ნაციონალებს მორალი რომ ჰქონდეთ, არჩევნებში მონაწილეობაზე საერთოდ უარი უნდა ეთქვათ, მაგრამ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ნაცმოძრაობა ზნეობრივ და მორალურ კანონებს არ სცნობს! ან რომელ მორალზეა საუბარი, როცა ჩვენ, ზუგდიდელებს, იმ ზუგდიდელებისგან, რომლებიც ჩვენზე ბატონობდნენ და ძალადობდნენ, ბოდიში არ მოგვისმენია! მათ არც სინანული ეტყობათ იმის გამო, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდნენ!

 

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, ჩვენს დროს ქვეყანა აშენდა და დამშვენდაო. კი ბატონო, შეიძლება, გზები იგებოდა და სხვა რაღაცებიც კეთდებოდა, მაგრამ ეს იმ ადამიანებისთვის, ვის შვილზეც, ძმაზეც, დაზეც, დედასა და მამაზე იძალადეს ან მოუკლეს, რა შვებაა? _ არავითარი!

არსებობს რაღაცები, რისი დავიწყებაც შეუძლებელია და იმ სისასტიკეს, რაც 9 წლის განმავლობაში ჩემს ქალაქში მეფობდა, ზუგდიდელები არასოდეს დაივიწყებენ! ნაციონალებმა და მათმა კანდიდატებმა შეიძლება, საქართველოს სხვა რაიონებში გაიმარჯვონ, მაგრამ მათი გამარჯვება ზუგდიდში დაუშვებელია იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, ზუგდიდელები ვაღიარებთ, თავმოყვარეობა, მოყვასის სიყვარული დავკარგეთ, შვილებსაც, მათი განწირული მომავლის გამო, თვალებშიც ვერასოდეს ჩავხედავთ!", - აცხადებს გოგია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner