logo_geo
eng_logo
ენრიკო ჯანელიძე: ნოდარ ტაბიძის სახით, საქართველოს უსაყვარლესი მოქალაქე დააკლდა
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:21



კომპოზიტორი ენრიკო ჯანელიძე „რეპორტიორთან"  საუბარში ჯურნალისტისა და ლექტორის ნოდარ ტაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება. ჯანელიძის თქმით, ის იყო უდიდესი პიროვნება და მისი გარდაცვალებით საქართველოს უსაყვარესი მოქალაქე დააკლდა.


„ეს არის ჩვენი საერთო და დიდი ტკივილი. ვიტყოდი იმას, რომ ბატონი ნოდარის სახით, პროფესორი, უდიდესი პიროვნება, საქართველოს უსაყვარლესი მოქალაქე დაგვაკლდა.

 

მახსოვს გალაკტიონ ტაბიძის 120 წლის იუბილეზე სოფელ ჭყვიშში მისი ერთგულება და დიდი ყურადღება ყველას მიმართ, ვინც კი ჩავიდა იქ. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი შემოქმედება, რომელმაც გააგრძელა თავისი ბიძების, გალაკტიონისა და ტიციანის შემოქმედება თავისი ნიჭიერებით. ნოდარ ტაბიძე ქართული მწერლობის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი და პროფესორი იყო. პირველ რიგში, ეს ჩვენი საერთო ტკივილი მინდა მთელს საქართველოს გავუზიარო", - განაცხადა ენრიკო ჯანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner