logo_geo
eng_logo
თემურ ჩალაბაშვილი ნოდარ ტაბიძეზე: ბევრს ვერაფერს ვიტყვი, სევდა უფრო მეძალება, ვიდრე სათქმელი...
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:22



„ამ ცეცხლმოდებულ ეპოქაში მისი გამოჩენა კიდევ სხვა სიყვარულსა და სიმშვიდეს იწვევდა ხოლმე", - ამბობს ლექტორსა და ჟურალისტზე, ნოდარ ტაბიძეზე პოეტი თემურ ჩალაბაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში.


„ბატონი ნოდარის სიკვდილი ყველა ნორმალური ადამიანისთვის შემაძრწუნებელია. არ არის ზედმეტი ეს სიტყვა, იმიტომ, რომ ის მოუკვდა თავის მრავალრიცხვოვან მოსწავლეებს, ის მოუკვდა სრულიად საქართველოს. ამ ცეცხლმოდებულ ეპოქაში მისი გამოჩენა კიდევ სხვა სიყვარულსა და სიმშვიდეს იწვევდა ხოლმე. ეს იმედიც, თითქოს, რაღაცნაირად ჩაქრა. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ სევდა უფრო მეძალება, ვიდრე სათქმელი", - განაცხადა თემურ ჩალაბაშვილმა.


ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ლექტორი და ჟურნალისტი -  ნოდარ ტაბიძე  ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 17 სექტემბერს გარდაიცვალა.


ნოდარ ტაბიძე ვაკის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner