logo_geo
eng_logo
კაკო სიხარულიძე: ნოდარ ტაბიძემ უდიდესი სიცარიელე დაგვიტოვა
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:24



„ნოდარ ტაბიძე ძალიან დიდი პიროვნება იყო და დიდი სიცარიელე დაგვიტოვა", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი კაკო სიხარულიძე „რეპორტიორთან" საუბარში ჟურნალისტისა და ლექტორის ნოდარ ტაბიძის გარდაცვალებას.


„ვიცი, რომ იყო განსაკუთრებული თავისი აზროვნებით. ძალიან ჰგავდა თავის ბიძას, გალაკტიონს. ურთიერთობის ხელოვნებით გამორჩეული ადამიანი იყო. ნოდარ ტაბიძე ძალიან დიდი პიროვნება იყო და დიდი სიცარიელე დაგვიტოვა", - განაცხადა კაკო სიხარულიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ლექტორი და ჟურნალისტი -  ნოდარ ტაბიძე  ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 17 სექტემბერს გარდაიცვალა.


ნოდარ ტაბიძე დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner