ავტორი ანა ნონიკაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა „რეპორტიორთან" საუბრისას საქართველოს პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს აფასებს. მოროშკინას განცხადებით, ყველა პირი უნდა იქნას დასჯილი, ვინც ამ დარბევაში მონაწილეობდა.
„26 მაისი დიდი ხანია შეფასებულიც და გადაფასებულიც გვაქვს. ამ უმსგავსობის ავტორების სათანადო დასჯას 2011 წლიდან ველოდებით.
ყველა პირი უნდა დაისაჯოს, ვინც სააკაშვილს უფლება მისცა ეთქვა, რომ საქართველო დემოკრატიულია. 26 მაისის საქმეზე ყველამ უნდა აგოს პასუხი",- განაცხადა მოროშკინამ.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=23219