ავტორი მარიამ პაიჭაძე
ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე „რეპორტიორთან" ნოდარ ტაბიძეზე საუბრობს. კვეზერელი-კოპაძე იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდება იმ წიგნების გამოცემა, რაც ნოდარ ტაბიძემ თავად ვერ მოასწრო.
„ბატონი ნოდარი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში რომ შემოვიდოდა ხოლმე, კედლები თითქოს სხვანაირად სუნთქავდნენ. ის წიგნები, რომლებიც ბატონ ნოდარს აქვს გამოცემული, არის სახელმძღვანელოები სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის და დარჩა კიდევ ბევრი რამ გამოუცემელი და შეგვაძლებინოს ყველას, რომ დავდგეთ ოჯახის გვერდით და იმ წიგნებსაც ვაღირსოთ მზის სინათლე, რომლის გამოცემაც ბატონმა ნოდარმა ვერ მოასწრო", - განაცხადა მაია კვეზერელი-კოპაძემ „რეპორტიორთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, ლექტორი და ჟურნალისტი - ნოდარ ტაბიძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 17 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.