logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: ბევრი გააოცა 26 მაისს სპეცრაზმელების მონდომებამ
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:29




"იმედშიც" რომ შემოგვივარდნენ და იატაკზე დაგვყარეს, ერთადერთ რამეს დაგვძახოდნენ"


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მთავარი პროკურატურის მიერ 26 მაისის საქმეზე გავრცელებულ ვიდეოს აფასებს.


"დღეს გავრცელებულ ვიდეოში ბევრი გააოცა 26 მაისს სპეცრაზმელების მონდომებამ. როგორი გავეშებულები მიიწევდნენ მომიტინგეებზე, თითქოს დუშმანს ებრძოდნენ. ბევრი კითხულობს, რამ გაამწარათ, საკუთარ თანამოქალაქეს ასე რომ იმეტებენ და ასეთი სიძულვილით არიან გამსჭვალულებიო.

 

მიტინგის დარბევის ბრძანება შეიძლება ასეთი სიძულვილის გარეშეც შეასრულო. ჩემი დაკვირვებით, პრობლემა სპეცრაზმელებისთვის მოტივაციის ამაღლების მეთოდებში იყო. ჯარს, რომელიც მტერთან საბრძოლველად მიდის, ნაღდად ჭირდება მოტივაცის ამაღლება.

 

ამიტომ მიმართავენ ბრძოლის წინ სიტყვით. ვარჯიშებზეც უმაღლებენ მოტივაციას, მაგრამ სპეცრაზმს, რომელიც მშვიდშობიანი მიტინგის დასაშლელად მიდის, რა განსაკუთრებული მოტივაცია ჭირდება ვერ ვხვდები, თუმცა ნაცები უმაღლებდნენ და ამას აკეთებდნენ ერთი მეთოდით: შთააგონებდნენ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი რუსეთიდან იმართებოდა, შესაბამისად მათი მომხრეები მოღალატეები იყვნენ ანუ ყველა პუტინის მონა იყო და ქვეყნის მტერი. სპეცრაზმიც მათ წინააღმდეგ სიძულვილით ივსებოდა და როგორც მტერზე, ისე მიიწევდა ამ ხალხზე.

 

ამ ვიდეოშიც ისმის სპეცრაზმელის გინება და მერე ნათქვამი: რუსეთის ბოზები ესენი...! ასე იყო 7 ნოემბერსაც. გახსოვთ, ალბათ, როგორი სამოტივაციო სიმღერა ქონდათ - ბადრის რა? ... "იმედშიც" რომ შემოგვივარდნენ და იატაკზე დაგვყარეს, ერთადერთ რამეს დაგვძახოდნენ: ბადრის მონებო! ანუ შთაგონებული ქონდათ, რომ ბადრი იყო პუტინის მონა, ჩვენ კი ბადრის მონები." - წევრს მერაბ მეტრეველი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner