logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: ყველას, ვინც ნაცებს აძლევს ხმას!
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:31




რეჟისორი ქეთი დოლიძე 26 მაისის მოვლენების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურამ  გაავრცელა, კომენტარს აკეთებს:



"ყველას, ვინც ნაცებს აძლევს ხმას! მიდით, ჩამწკრივდით, მიეცით ხმა ამის ჩამდენებს, დაყრუვდით, დაბრმავდით, უსმინეთ ნიკა გვარამიას, მიეცით ხმა რურუას, დააკანონეთ ამათი დანაშაული!!! თქვენ, თქვენ მოგმართავთ, ყველას, ვინც, თურმე, იწუნებთ გოგა ხაინდრავას ფილმს და წუხდებით თქვენ-თქვენ სამზარეულოებში! ნანუკა ჟორჟოლიანი კი ისევ გრიალებს რომში! მერაბიშვილის უზნეო ცოლი, მკვლელობის პირდაპირი დამკვეთი სალაყაია ლონდონში და პარიზში, პენტჰაუზებში "აგულავებს" თავის დაქალებს და თავზე იმხობს ყველაფერს!

 

ვეკითხები რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს: რატომ მოგვახვიეთ თავს "კოაბიტაცია"! ვის შეუსრულეთ დავალება და ისევ თქვენს გვერდზე მოისვით ეს მკვლელები!!! თქვენ გეკითხებით, რადგან ვერცერთი ვერ ეღირსებოდით პარლამენტს, ბიძინა ივანიშვილს რომ არ "გაექაჩეთ"! მარტო ის გაიხსენეთ, როგორ "მოიგეთ" ხარაგაულში და იქაურობას თუ ეტყობა რამე!!! ღმერთო, რა უბედურია ეს პატარა ერი, სულ რომ ვიღაცის საჯიჯგნია!", - წერს დოლიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner