logo_geo
eng_logo
რეზო ადამია: როგორც კი ნოდარ ტაბიძის ავადმყოფობის შესახებ გავიგე, თითქოს დავობლდი...
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:32



„როგორც კი მისი ავადმყოფობის შესახებ გავიგე, თითქოს დავობლდი", - ასე ეხმაურება მხატვარი და მწერალი რეზო ადამია ჟურნალისტისა და ლექტორის, ნოდარ ტაბიძის გარდაცვალებას „რეპორტიორთან" საუბარში. მისივე თქმით, ნოდარ ტაბიძე იყო საქართველოსთვის ერთ-ერთი უწმინდესი პიროვნება.


„დღეს მთელი საქართველო დამწუხრებულია. წავიდა ჩვენგან უდიდესი პიროვნება, როგორც ლიტერატორი, მეცნიერი, პროფესორი, მრავალი სტუდენტის აღმზრდელი, ხელოვნების დამფასებელი. მე მასთან ვმუშაობდი დაახლოებით 5 წელიწადი, როდესაც გალაკტიონზე შევქმენი პლანეტარიუმის თემა, ან მასთან სახლში ვმსჯელობდით ამ საკითხზე, ან ჩემთან. როგორც კი მისი ავადმყოფობის შესახებ გავიგე, თითქოს დავობლდი. დღეს ასე მწუხარებით, ვეთხოვებით მას და ძალიან კარგად იგრძნობა, როგორ უყვარს ერს ნოდარ ტაბიძე. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი და უწმინდესი პიროვნება", - განაცხადა რეზო ადამიამ „რეპორტიორთან" საუბარში.


შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ლექტორი და ჟურნალისტი -  ნოდარ ტაბიძე  ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 17 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner