logo_geo
eng_logo
გია უდესიანისთვის წინასწარი პატიმრობის განჩინება მოსამართლემ ძალაში დატოვა
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:34



გია უდესიანისთვის წინასწარი პატიმრობის განჩინება მოსამართლემ ძალაში დატოვა. მოსამართლე ნინო სანდოძემ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ძალაში დატოვებაზე.


ბრალდების მხარე საკუთარ შუამდგომლობას რამდენიმე არგუმენტით ხსნიდა, მათ შორის იმით, რომ უდესიანი ქვეყანაში არ იმყოფება და ასევე არსებობს საფთრხე მოწმეებზე ზეწოლის. თუმცა ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროკურატურა უდესიანის პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.


აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებაზე, გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ განაცხადა, რომ მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე კვლავ არსებობს და ასევე მოსამართლემ მიიჩნია, რომ პატიმრობა არის ერთადერთი ღონისძიება. რომელიც უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.


გია უდესიანს ბრალი წამების ორგანიზებასა  და ქონების გამოძალვაში ედება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner