logo_geo
eng_logo
„ის არის მიშა 2“ – შოთა ხაბარელი რულოვსზე
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:41



 მჯერა, რომ ხალხი არ მოტყუვდება", - აცხადებს „ქართული ოცნების" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შოთა ხაბარელი, „ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრა რულოვსზე საუბრისას. როგორც ხაბარელმა „მარშალპრესში" გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა, რულოვსმა ყველა იმ დანაშაულების შესახებ იცოდა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახორციელდება:


ვიზიარებ მოსაზრებებს, რომ სანდრა რულოვსი იყო პირველი-მეორე პირი ქვეყანაში, რომლებიც ახორციელებდნენ ტერორს საზოგადოების მიმართ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ის არის მიშა 2, შეიძლება მიშა პირველიც. ჩვენმა ძმებმა, მეგობრებმა სამეგრელოში უნდა გააცნობიერონ, რულოვსი არ არის ის პიროვნება, როგორც თავი მოაქვს, რომ თითქოს იმ დანაშაულებრივ პროცესებში არ იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, მან ყველაფერი იცოდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა. მისი მოჩვენებითი გამოსვლები, თითქოს ხალხთან ახლოს ყოფნა - დამერწმუნეთ აბსრუდია. ვიმეორებ, რომ სანდრა რულოვსმა ყველაფერი იცოდა, რასაც წინ ხელისუფლება ხალხის მიმართ ახორციელებდა. ფაქტობრივად მან აღიარა, რომ წინა ხელისუფლება ხალხზე ძალადობდა და ატერორებდა. რულოვსმა განაცხადა, ამას აღარ გავიმეორებთო - ეს დანაშაულის აღირებაა. სანდრა რულოვსს საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად არ დაუჯერებს. მინდა მივმართო სამეგრელოს მოსახლეობას, ამ ლამაზი კუთხის მაცხოვრებლებს, არ უნდა დაუჯერონ იმ ადამიანს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ასეთი მძიმე ვითარებაში ამყოფებდა ხალხს. მჯერა, რომ ხალხი არ მოტყუვდება", - აცხადებს ხაბარელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner