„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში აუცილებლად წავა.
„დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: ხომ ბევრს ეცინებოდა, როცა მე ვამბობდი, რომ პატიმრებს აწამებენ ციხეში... დავამტკიცეთ ბოლოს და ბოლოს! ახლა ამას ვამბობ: მიხეილ სააკაშვილი წავა ციხეში! მარტო სააკაშვილი კი არა, ადეიშვილსაც დავაპატიმრებთ და გაასამართლებს თავისუფალი მართლმსაჯულება!" - განაცხადა ინაშვილმა.