logo_geo
eng_logo
რა არის სიყვარული?..
- +

13 მარტი. 2016. 20:38


ამერიკელმა მკვლევრებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს „რა არის სიყვარული?" - ამ მცირე შეკითხვა-კონკურსს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, პასუხები ასე გამოიყურება:


4 წლის ერი: „სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები."


4 წლის მერიენი: „სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე."


4 წლის ბილი: „როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს."


6 წლის რებეკა: „როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner