logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: სანდრა რულოვსის ღიმილიანი სახის მიღმა სააკაშვილის სადისტური რეჟიმი დგას!
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:53



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის განცხადებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "არ შეიძლება ამ სადისტური ძალის მობრუნება ხელისუფლებაში".


მისი თქმით, მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვქონდა სადისტურ რეჟიმთან, მანიაკალური გადახრების მქონე ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ხელისუფლების სათავეში.


"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სახე, რომლებმაც შეიწირეს ასეულობით ადამიანი. აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული 26 მაისის საქმე და რაც მთავარია, იმ ადამიანების მკვლელობის საქმე, რომლებიც იმ ღამით შეეწირნენ ამ დარბევას. ეს არი იყო დაშლა, ეს იყო სისხლიანი ანგარიშსწორება მშვიდობიან მომიტინგეებზე. არ შეიძლება ამ სადისტური ძალის მობრუნება ხელისუფლებაში. როგორი წარმოსადგენია, თუნდაც ოპოზიციური პარტია ერქვას ამ დანაშაულებრივი სისტემის მესვეურებს. სიმბოლურია, რომ ახლა ჩვენ სამეგრელოში ვართ და უნდა იცოდეს სამეგრელოს მოსახლეობამ, რომ სანდრას ღიმილიანი სახის მიღმა ასეთი რეჟიმი დგას, ახალაიების და სააკაშვილის სადისტური რეჟიმი", - აღნიშნა მანანა კობახიძემ "2030"-ის ინფორმაციით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner