logo_geo
eng_logo
გიორგი ბარამიძე: 26 მაისს ძალის გადამეტებას რომ ჰქონდა ადგილი, ეს მაშინაც ითქვა!
- +

21 სექტემბერი. 2016. 04:08




„ნაციონალური მოძრაობის" წევრის  გიორგი ბარამიძის განცხადებით 2011 წლის 26 მაისს ხალხის დარბევა ძალის გადამეტებით მოხდა. მისი თქმით, ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლებს საზოგადოებასთან ბოდიში აქვს მოსახდელი.


ყველა იმ ადამიანს ვინც იქ იმყოფებოდა ჟურნალისტია თუ არაჟურნალისტი,  პოლიცია წინააღმდეგობას არ უწევდა, კანონს არ არღვევდა,  მაგრამ ვინც იქ დაზარალდა,  ვანო მერაბიშვილმა კი არა ყველა ჩვენთაგანმა უნდა მოუხადოს ბოდიში.

 

ძალის გადამეტებას ადგილი აღნიშნულ დარბევაში ჰქონდა და რამოდენიმე პოლიციელი დაისაჯა, თუმცა რამდენად ადექვატურად და სწორად დაისაჯა ეს სხვა საქმეა. მაგრამ ძალის გადამეტებას რომ ჰქონდა ადგილი ეს მაშინაც ითქვა."- განაცხადა გიორგი ბარამიძემ რეპორტიორთან" საუბარში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner