გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „20/30"- ში საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული 2011 წლის 26 მაისის კადრების ნახვით არაფერი ახალი არ გაუგია. ოქრუაშვილის თქმით, მისთვის ისედაც ცნობილი იყო, „ნაციონალები" ქვეყანას როგორ მართავდნენ.
„ეს მასალა იმაზე მიუთითებს, რომ გუნდში, რომელიც მაშინ ქვეყანას მართავდა, აბსოლუტური დაუსჯელობის სინდრომი არსებობდა. აღშფოთებას მხოლოდ ერთი რამ იწვევს. რატომ ჩერდება გამოძიება მხოლოდ დათა ახალაიაზე, რომელიც არა გადაწყვეტილების მიმღები, არამედ შემსრულებელი იყო?! ასეთ დარღვევებზე გადაწყვეტილებას სააკაშვილი და მერაბიშვილი იღებდნენ. თუმცა, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით ე.წ. შეკრებითობის პრინციპი აღარ არის. ანუ, მაღალი სასჯელი დაბალს შთანთქავს და მერაბიშვილს რამდენიც არ უნდა მიუსაჯონ, მისჯილი სასჯელის ზემოთ ვეღარაფერს დაუმატებენ", - განაცხადა ოქრუაშვილმა.