„ქართული ოცნების" წევრმა ეკა ბესელიამ 26 მაისის საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეოკადრების კომენტირებისას განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის გარდა, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმაც, რომლებიც ბრძანებას იძლეოდნენ და ასრულებდნენ.
ეკა ბესელიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს.
„შეიძლება ცოტა მოგვიანებით ხდება, მაგრამ ძალიან მიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო 26 მაისის დარბევა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა. შემზარავი კადრები გავრცელდა, სისხლის გუბეებში როგორ იწვნენ მშვიდობიანი მომიტინგეები. ამ საქმეზე პასუხი უნდა აგონ გარდა ვანო მერაბიშვილისა, იმ პირებმა, რომლებიც ბრძანებას იძლეოდნენ და ასრულებდნენ",-განაცხადა ბესელიამ.