logo_geo
eng_logo
დალი ლეჟავა: პირველადი ჯანდაცვის რგოლი სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, ეს პროცესი დასაჩქარებელია!
- +

13 მარტი. 2016. 20:44


ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა „რა გაწუხებთ?", რომელიც გულისხმობს მოსახლეობის გამოკითხვას, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კითხვარის შევსება შესაძლებელია საიტზე www.1505.ge


ინიციატივას აფასებს იაშვილის კლინიკის კონსულტანტი დალი ლეჟავა და აღნიშნავს, რომ სამომავლო გეგმების შემუშავებისათვის მსგავსი გამოკითხვები საუკეთესო გზაა.


მე ვფიქრობ, რაღაც გეგმის შემუშავებისათვის ეს გამოკითხვა არის საუკეთესო გზა. უბრალოდ, საინტერესოა, რამდენად მოცულობითი იქნება ის, რადგან მოგეხსენებათ, მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. გარდა ამისა, სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებაც არ იქნება ცუდი", - განაცხადა დალი ლეჟავამ.


დალი ლეჟავა საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც დღეს ჯანდაცვის სფეროშია და განსაკუთრებით გამოყოფს პირველადი ჯანდაცვის რგოლს, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს რეფორმირებას.


პირველადი ჯანდაცვის რგოლი მეტად საჭიროა ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის. პირველ რიგში, ეს არის ნამდვილად უფრო ეკონომიური. პირველადი ჯანდაცვის მოწესრიგება ძალიან ბევრ რამეს თავის ადგილას დასვამს და ბევრი რამ მოწესრიგდება. პირველ რიგში, დაიზოგება ხარჯები. ხშირია შემთხვევები, რდესაც დიაგნოზების გაბერვა ხდება ფასების მიხედვით. ამიტომ, რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, ეს საკითხი აუცილებლად სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. ეს პროცესი დასაჩქარებელია", - მიიჩნევს დალი ლეჟავა.


გარდა პირველადი ჯანდაცვისა, დალი ლეჟავამ კიდევ რამდენიმე საკითხი გამოყო, რომლის მოგვარებასაც ისურვებდა.


პრობლემად მიმაჩნია მედიკოსთა ანაზღაურება.   ყველა რგოლის ექიმს უნდა გაეზარდოს ხელფასი, თუმცა განსაკუთრებით მაინც პირველადი ჯანდაცვის ექიმებს. ზოგადად, ექიმი ავადმყოფთან ყოველდღიური საფიქრალისაგან გამოთავისუფლებული უნდა მივიდე. ეს  სისტემა ევროპაში კარგად მუშაობს. შეგვიძლია მათი გამოყენება და ჩვენს მდგომარეობაზე ადაპტაცია და მორგება.

გარდა ამისა, არ ვიცი ეს რამდენად ეხება სწორედ ჯანდაცვის სისტემას, მაგრამ მასთან პირდაპირ კავშირშია ახალი თაობის ექიმების ზრდა და ვფიქრობ, სამედიცინო პროფილის სასწავლებლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ასევე, მომხრე ვარ საყოველთაო ჯანდაცვაში მოხდეს დიფერენცირება და სახელმწიფოსგან დახმარება მიიღოს მხოლოდ იმან, ვისაც ამის შესაძლებლობა არ გააჩნია", - აღნიშნავს დალი ლეჟავა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner