პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შესახებ პროკურატურის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ასეთი სადისტური ძალის ხელისუფლებაში მობრუნება, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობა", არ შეიძლება. კობახიძის შეფასებით, 26 მაისის დარბევა იყო სისხლიანი ანგარიშწორება ხელისუფლების მხრიდან.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" სახე, რომელმაც შეიწირა ასეულობით ადამიანი. აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული 26 მაისის საქმე და რაც მთავარია, იმ ადამიანების მკვლელობის საქმე, რომლებიც იმ ღამით შეეწირნენ ამ დარბევას. ეს არ იყო დაშლა, ეს იყო სისხლიანი ანგარიშსწორება მშვიდობიან მომიტინგეებზე. არ შეიძლება ამ სადისტური ძალის მობრუნება ხელისუფლებაში. როგორი წარმოსადგენია, თუნდაც ოპოზიციური პარტია ერქვას ამ დანაშაულებრივი სისტემის მესვეურებს. სიმბოლურია, რომ ახლა ჩვენ სამეგრელოში ვართ და უნდა იცოდეს სამეგრელოს მოსახლეობამ, რომ სანდრას ღიმილიანი სახის მიღმა ასეთი რეჟიმი დგას, ახალაიების და სააკაშვილის სადისტური რეჟიმი", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.