თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში,კრწანისის რაიონში საუკუნოვანი საცხოვრებელი სახლების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა და რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა ყავლაშვილის I ჩიხის #3-ში და ასათიანის #20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების, დასრულებული გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული სახლები ამორტიზირებული იყო და სასწრაფოდ გამაგრებას საჭიროებდა. საცხოვრებელ სახლებში კაპიტალურად გამაგრდა საძირკველი, მზიდი კედლები და სახურავი.