logo_geo
eng_logo
მამუკა ჭაბაშვილი: ლელუაშვილს 26 მაისს ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია
- +

21 სექტემბერი. 2016. 11:29



26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებული ვასილ ლელუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ვასილ ლელუაშვილი ადასტურებს, რომ 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევისას იქ იყო, მაგრამ ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილება არ მიუღია.


„ლელუაშვილი ადასტურებს, რომ ფიზიკურად იქ იყო, მაგრამ იმ ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობა მას არ მიუღია. არანაირი ბრძანება არ გაუცია და უფრო მეტიც, მის საკურატორო სფეროში სამმართველოები რაც იყო, იქიდან არც ერთი თანამშრომელი მიტინგზე არ ყოფილა. გამოდის, რომ ლელუაშვილის იქ ყოფნით და დასწრებით პროკურატურას გამოაქვს ბრალი, რომ ჩაიდინა დანაშაული. ამ ღონისძიებაზე მე არანაირი პრემია არ ამიღიაო, მაგრამ რომც ჰქონდეს პრემია, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა უკანონოდ დააკავა და ამის გამო მიიღო პრემია", - განაცხადა ჭაბაშვილმა.



ჭაბაშვილის ინფორმაციით, ვასილ ლელუაშვილს ბრალი უკვე წარედგინა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner