logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ვიცოდით, რომ 26 მაისს მომიტინგეები ალყაში იყვნენ და ეს გავრცელებული ვიდეოთიც დასტუდება
- +

21 სექტემბერი. 2016. 11:31



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია პროკურატურის მიერ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება დამნაშავეების დასჯისათვის ყველაფერს აკეთებს.

 

ყველამ კარგად ვიცოდით, რომ მომიტინგეები იყვნენ ალყაში და მათ არ ჰქონდათ გასასვლელი და ეს დღეს გავრცელებული ვიდეოთიც დადასტურდა.

 

ეს ვიდეოკადრები არის კიდევ ერთი თვალსაჩინო ფურცელი იმ მხეცობისა და სისასტიკისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჰქონდა ადგილი. ასევე პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ არსებული ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის ყველაფერს აკეთებს, ამ სისასტიკეს, ამ წამებას ხანდაზმულობა არ აქვს, ყველა დამნაშავე გამოვლინდება, ოღონდ თანმიმდევრულად, ფაქტებით და არა ვარაუდებზე დაყრდნობით", - აღნიშნა ქანთარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე დათა ახალაიას და კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენა.


პროკურატურამ ასევე გაავრცელა 26 მაისის აქციის დარბევის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელიც სწორედ იმ ღამეს არის გადაღებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner