logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე მიულოცა
- +

21 სექტემბერი. 2016. 11:32

 


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე მიულოცა.



თქვენო აღმატებულებავ,

მინდა, გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე.

დღევანდელ ღირსშესანიშნავ დღეს, ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას სომეხი ხალხის მიმართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა ღრმა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

 

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა  და გისურვოთ თქვენ და მოძმე სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner