logo_geo
eng_logo
ვალერი ხაბურძანია: როდესაც მედიასაშუალებას განაგებს სულით პროკურორი, ამგვარი წელსქვევით დარტყმები მოსალოდნელია
- +

21 სექტემბერი. 2016. 11:59


 

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია „რეპორტიორთან" საუბარში „რუსთავი 2"-ზე ოთარ დანელიას ვიდეოს გავრცელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „როდესაც მედიასაშუალებას განაგებს სულით ადეიშვილისდროინდელი პროკურორი, ამგვარი წელსქვევით დარტყმები მოსალოდნელია".


„ჟურნალისტებს მოეხსენებათ, რომ არსებობს ინფორმაცია off the record, რაც არ ექვემდებარება გასაჯაროებას. სარეკლამო ჭრის დროს ყველა რესპონდენტი ამ რეჟიმშია და ამ ინფორმაციის მოსმენა გასაგებია, მაგრამ მისი ტირაჟირება ყველანაირ ჟურნალისტურ ეთიკას ხომ ეწინააღმდეგება და თუ კარგად ჩავუღრმავდებითნ დანაშაულადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ. თუმცა, როდესაც მედიასაშუალებას განაგებს სულით ადეიშვილისდროინდელი პროკურორი, ამგვარი წელსქვევით დარტყმები მოსალოდნელია", - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.

 

ვალერი ხაბურძანია გვარამია-ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერისა და ოთარ დანელიას ვიდეოს გავრცელებაში ერთ ხელწერას, „ნიკა გვარამიასეულ ხელწერას" ხედავს.


„ამ ორი მასალის გავრცელებაში ინტერესთა თანხვედრა აშკარაა და ხელწერაც გვარამიასეულია. მე რომ ოთარ დანელიას ადგილზე ვიყო, გვარამიას სასამართლოში ვუჩივლებდი, თორემ ტელევიზია ამ სუბიექტის ინდულგენციად იქცა და მისგან კიდევ ბევრ დანაშაულებრივ სიურპრიზს უნდა ელოდეს საზოგადოება.

 

„რუსთავი 2"-ის რესპონდენტები (ეს მთელ კოლექტივს არ ეხება) მინდა გავაფრთხილო, რომ მათ საქმე აქვთ არა მასმედიასთან არამედ „ნაციონალების" პარტიული სპეცსამსახურების ფილიალთან", - აღნიშნავს ვალერი ხაბურძანია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner