logo_geo
eng_logo
ლაშა გოგია: „საწამებელი სახლები“ ზუგდიდში – იმ სისასტიკეს ზუგდიდელები არასოდეს დაივიწყებენ
- +

21 სექტემბერი. 2016. 12:04



„სამწუხაროდ, „ნაციონალების" დროს ზუგდიდში ადამიანის „საწამებელი სახლები" არსებობდა", - ასე პასუხობს „ქართული ოცნების" ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია  გაზეთ „ვერსიის" კითხვას - მართლა არსებობდა თუ არა ნაციონალების დროს ზუგდიდში ადამიანის „საწამებელი სახლები".



სამწუხაროდ, არსებობდა და ისიც სამწუხაროა, რომ ამას უკიდეგანო ძალაუფლებამინიჭებული ჩვენი თანამოქალაქეები აკეთებდნენ, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას ისევ ცდილობენ. არადა, ნაციონალებს მორალი რომ ჰქონდეთ, არჩევნებში მონაწილეობაზე საერთოდ უარი უნდა ეთქვათ, მაგრამ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ნაცმოძრაობა" ზნეობრივ და მორალურ კანონებს არ ცნობს! ან რომელ მორალზეა საუბარი, როცა ჩვენ, ზუგდიდელებს, იმ ზუგდიდელებისგან, რომლებიც ჩვენზე ბატონობდნენ და ძალადობდნენ, ბოდიში არ მოგვისმენია! მათ არც სინანული ეტყობათ იმის გამო, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდნენ!

 

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, ჩვენს დროს ქვეყანა აშენდა და დამშვენდაო. კი ბატონო, შეიძლება, გზები იგებოდა და სხვა რაღაცებიც კეთდებოდა, მაგრამ ეს იმ ადამიანებისთვის, ვის შვილზეც, ძმაზეც, დაზეც, დედასა და მამაზე იძალადეს ან მოუკლეს, რა შვებაა? - არავითარი!

 

არსებობს რაღაცები, რისი დავიწყებაც შეუძლებელია და იმ სისასტიკეს, რაც 9 წლის განმავლობაში ჩემს ქალაქში მეფობდა, ზუგდიდელები არასოდეს დაივიწყებენ! ნაციონალებმა და მათმა კანდიდატებმა შეიძლება, საქართველოს სხვა რაიონებში გაიმარჯვონ, მაგრამ მათი გამარჯვება ზუგდიდში დაუშვებელია იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, ზუგდიდელები ვაღიარებთ, თავმოყვარეობა, მოყვასის სიყვარული დავკარგეთ, შვილებსაც, მათი განწირული მომავლის გამო, თვალებშიც ვერასოდეს ჩავხედავთ!" - აცხადებს ლაშა გოგია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner