logo_geo
eng_logo
პატრიარქმა მრევლთან ერთად ღვთისმშობლის ლოცვა წარმოთქვა
- +

21 სექტემბერი. 2016. 12:39



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში, წირვისას, მრევლთან ერთად ღვთისმშობლის ლოცვა წარმოთქვა.



წირვის დროს პატრიარქი საკურთხევლიდან გამობრძანდა, ამბიონზე მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს, 12:00 საათზე ყველა მორწმუნემ ღვთისმშობლის ლოცვა უნდა წარმოთქვას, ამიტომ მიმართა ტაძარში შეკრებილებს მასთან ერთად სამჯერ ეთქვათ ღვთისმშობლის ლოცვა „მოწყალებისა კარი განგვიღე".



პატრიარქმა ლოცვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილები დალოცა და მათ ღვთის წყალობა უსურვა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner