logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე: საზოგადოება დღეს სიმშვიდის მხარესაა და არა სააკაშვილის რადიკალიზმის
- +

21 სექტემბერი. 2016. 12:58

 

 

„სააკაშვილი საქართველოში ვერც ჩამოვა და  ვერც გაბედავს", - ამის შესახებ შპს „სტუდია მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემაში „ღამის კონტაქტი" საუბრობს. გაჩეჩილაძის თქმით, დღეს ხალხი სტაბილურობისა და სიმშვიდის მომხრეა და არა სააკაშვილის რადიკალიზმისა.

 

„სააკაშვილის ბუნება არის ექსტრემისტული. მას აქვს გამოცდილება არჩევნების გაყალბების, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან. გაყალბება არის კონკრეტული დესტაბილიზაციის კერების შექმნა და მერე იმისი ისე გაპიარება, რომ ვითომ ამას ხელისუფლება აკეთებს.

 

ახლა რომ აცხადებს სააკაშვილი, ჩამოვალო, ჯერ ერთი, ვერსად ვერ ჩამოვა და ვერაფერს ვერ მოაწყობს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ არის მის მხარეზე და არჩევნების მთავარი წყარო სწორედ რომ ხალხია. საზოგადოება დღეს სტაბილურობისა და სიმშვიდის მხარესაა და არა სააკაშვილის რადიკალიზმისა.

 

სააკაშვილი საქართველოში ვერც ჩამოვა და  ვერც გაბედავს. ის არის დამნაშავე და უნდა მოვიხსენიოთ როგორც დამნაშავე. ხალხი არ არის მათ მხარეს და მეტი უტიფრობით კიდევ ამტკიცებენ, რომ ისინი არიან მხოლოდ ძალადობის, უსამართლობისა და გაყალბების მომხრე. არჩევნებს ვერც გააყალბებენ, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი წინასაარჩევნო გარემო, ისეთი სტრუქტურები, რომ არცერთი ხმა არ იქნება დაკარგული, უბრალოდ, საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. ჩემი ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა გამომდინარეობს იქიდან, რომ მე მხარს ვუჭერ მშვიდობას, თავისუფლებას, სტაბილურობას და ყველაფერი თავისით, კარგი ენერგიის დახარჯვითა და გარჯით მოვა", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner