logo_geo
eng_logo
„ბრალდებებიდან, რაც ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩემი მისამართით კეთდება, ირაკლი ალასანიას არც ერთი არ დაუსაბუთებია“
- +

21 სექტემბერი. 2016. 14:02



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კითხვაზე განაცხადა, რომ იმ ბრალდებებიდან, რაც ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით მის მიმართ კეთდება,  „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას არც ერთი არ დაუსაბუთებია. 



არ მინდა, ამ თემას დავუბრუნდე. საარჩევნო პერიოდია და არ მინდა, გადავაჭარბო კრიტიკაში ჩემი ყოფილი თანაგუნდელების და მათ რიცხვშითავისუფალი დემოკრატების" მიმართმე რამდენჯერმე მივანიშნე, რომ იმ ბრალდებებზე, რაც გაკეთდა მათი ლიდერის მხრიდან, თითქოს ვარ ჩარეული, ირაკლი ალასანიას არც ერთი საბუთი არ მოუტანიაამავდროულად გაკეთდა ძალიან დაუსაბუთებელი განცხადებები, რომ ზეწოლა არის ექსპერტზე, შემდგომ ითქვა, თითქოს მოიტაცეს ექსპერტი. არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, არსად არ იყო ის კაცი მოტაცებული, იყო განცხადებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ითქვა ისიც, რომ მოსამართლეზეა  ზეწოლა თავშესაფარს ეძებს უცხო ქვეყანაშიოესეც არც ერთი მხრიდან არ დასაბუთდა. შესაბამისადჩემს მიმართ მათი მხრიდან გაკეთებული ბრალდებები ძალიან მსუბუქდება, რამეთუ განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ დასაბუთდა",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


ამასთან, ჟურნალისტებმა დასვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა არ იკვეთება.



სახალხო დამცველი თუ ასეთ აზრებს გამოთქვამს სასამართლოს დასრულებამდე, ძალიან ცუდია, ერევა სასამართლოს საქმეებში, ასწრებს სასამართლოსმე არ მინახავს და არ მომისმენია ეს განცხადებებიარამიზნობრივად არის დახარჯული თუ გაფლანგული 5 მილიონი ლარი, ჩემი აზრით, ეს სერიოზულ კითხვე იწვევს, მაგრამ მე სულაც არა ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნების გაკეთებას. დაველოდოთ სასამართლოს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner