„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, თუ აგიტატორების მხრიდან, პირადი ნომრის მოთხოვნის ფაქტი დაფიქსირდება, ამაზე რეაგირება იქნება.
აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძე საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების" აგიტატორები ამომრჩევლებს პირადი ნომრის წარმოდგენას სთხოვენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის" მსგავსი ფაქტი მიუღებელია.
„კარდაკარის დროს, შესაძლოა, მოითხოვონ პირადი მონაცემები, თუმცა, თუ საუბარია პირადი ნომრის მოთხოვნაზე, ეს ჩვენთვის მიუღებელია. თუ რაიმე ტიპის კონკრეტული ფაქტი გამოვლინდება, ამაზე რეაგირება იქნება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.