logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ლოცვა, რომელიც დღეს წარმოვთქვით, სასწაულს მოახდენს
- +

21 სექტემბერი. 2016. 14:31


 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წირვის ბოლოს ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლობა მიულოცა.

 

 

დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი, ვერავითარი ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით", - ბრძანა პატრიარქმა.



ქადაგებისას ბრძანა, რომ საქართველომ დღეს შეასრულა ღვთისმშობლისადმი ლოცვა, რომელიც სასწაულს მოახდენს.



ყველას გილოცავთ შობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლობას, დიდუბობას. ეს წმინდა ტაძარი ის ადგილია, სადაც მრავალი ადამიანი მიდიოდა ფეხით, ფეხშიშველა და მიდიოდა რწმენით, რათა მიეღოთ თხოვნა და ღებდა მას. და აი, დღეს ჩვენ, მთელმა საქართველომ შეასრულა ღვთისმშობლისადმი ლოცვა და მე ვფიქრობ, ეს ლოცვა გააკეთებს სასწაულს. დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი. ვერავითარი ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთიმშობელისა. შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თქვენ და სრულიად საქართველოს", - ბრძანა უწმინდესმა.



ამასთან, პარტიარქმა დეკანოზი ირაკლი ოთხმეზური გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და კიდევ ერთხელ მიმართა ტაძარში შეკრებილებს, სამჯერ ეთქვათ ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი „მოწყალებისა კარი განგვიღე".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner