logo_geo
eng_logo
არჩილ კაიკაციშვილი: ძალიან მიკვირს რელიგიური სააგენტოს დუმილი
- +

17 თებერვალი. 2016. 13:21


კლიენტებისთვის ნათქვამი ფრაზის „ღმერთმა დაგლოცოს" გამო, „პროკრედიტ ბანკის" მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული ანა მ-ს ინტერესების დამცველი არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ რელიგიური სააგენტოს დუმილი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აკვირვებს. როგორც კაიკაციშვილმა „ალიას" განუცხადა, იგი იმედოვნებს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობა აღნიშნული საქმით აუცილებლად დიანტერესდება. 

 

„ძალიან მიკვირს მთავრობის შესაბამისი სამსახურის, კერძოდ, რელიგიური სააგენტოს დუმილი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური სამსახური, რომელიც ახდენს იმ პრინციპების განუხრელად დაცვას ცხოვრებაში და კერძო თუ საჯარო ურთიერთობების დროს, რომელიც ეხება რელიგიურ აღმსარებლობას, რელიგიურ თავისუფლებას, პიროვნულ განვითარებასა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ამ მიმართულებით. აუხსნელია ამ სააგენტოს რეალური ფუნქცია, თუკი ასეთი სერიოზული თემების მიმართ მათ არ ექნებათ თანასწორი დამოკიდებულება. ის ფინანსდება საჯარო ბიუჯეტის ხარჯზე და სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი, მათ შორის ამ სააგენტოს მეშვეობით, არის ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანის აღმსარებლობას გაუფრთხილდეს, დაიცვას და პრობლემების შემთხვევაში შეისწავლოს და ჰქონდეს სწორი რეაგირება.

 

იმედი მაქვს, სააგენტოს ხელმძღვანელობა „პროკრედიტ ბანკიდან" რელიგიური მოტივებით გათავისუფლებული ქალბატონის საქმით დაინტერესდება. ნამდვილად არ მინდა დამრჩეს განცდა, რომ აღნიშნული გათავისუფლება რომ შეხებოდა სხვა რელიგიური აღმსარებლობის პირს, ჩვენი სამოქალაქო სექტორი, რელიგიის სააგენტო და ყველა, ვინც ამ თემაზე მუშაობს, მხოლოდ მაშინ დაგმობდა ერთხმად ასეთ შემთხვევას", - განაცხადა კაიკაციშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner