ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ვიდეოს გავრცელება ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანი იყო კონკრეტული პიროვნების მისამართით:
„ფაქტია, რომ ფარული კადრები, რომელზეც პირადი ცხოვრება იყო ასახული და რომელის არსებობაზეც ჯერ კიდევ 2012 წელს საუბრობდნენ, გავრცელდა!!!
ორი დღეა მონოტონურად არჩევენ როგორ უნდა დაისაჯოს გამავრცელებელი, როგორ და ვინ უნდა ჩაატაროს გამოძიება, დაირღვა თუ არა საჯარო პირის უფლებები...
მე ერთი რამ მაინტერესებს!!!
რატომ გავრცელდა???... რატომ გუშინ???... რატომ ამ პიროვნების შესახებ და არა რომელიმე სხვა, რომელზეც ასევე გვესმის 2012 წლიდან???
პიროვნება, რომელსაც ეს დარტყმა მიაყენეს, დღეს არანაირ განსაკუთრებულ ფიგურას არ წარმოადგენს. ვერც იმას ვიფიქრებთ,რომ მას რაიმე საშიშროების შექმნის ბერკეტი გააჩნია და მისი გაფრთხილება ან „გაფუჭება" გახდა საჭირო. (იგივე შეიძლება ითქვას მის უკან მდგარ პოლიტიკურ ძალაზე)...
ვის დაჭირდა? რაში დასჭირდა? რატომ დასჭირდა დღეს?
4 წლიანი სიტყვიერად მოარული შანტაჟი რეალობად იქცა!
ვიღაც გააფრთხილეს! ვიღაც, ოღონდ არა ის ვინც გაიმეტეს და ხურდაში მიაყოლეს!
ამ კითხვებზე პასუხი დღეს მხოლოდ მან იცის, ვინც გაფრთხილება მიიღო.....
გაგრძელება იქნება?!"